weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩევნებზე გიგი უგულავას 41.4 % უჭერს მხარს, გივი ჭიჭინაძეს - 32.1 %  – კვლევა

12:39 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

კომპანია „ბი-სი-ჯის“ (BCG Research) მიერ „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 28 აპრილს ჩატარდება, გიგი უგულავა ლიდერობს. მას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გივი ჭიჭინაძეს კი - 32.1%.

კვლევის მიხედვით, მესამე ადგილზე „საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილია - 4.2%-ით. გამოკითხულთა 9% პასუხობს, რომ არ იცის - ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 2.8% პასუხზე უარს ამბობს.

კითხვაზე - გაამართლა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა თქვენი იმედები, გამოკითხულთა 64.1% ამბობს, რომ ვერ გაამართლა. 17.7% ფიქრობს, რომ გაამართლა, ხოლო 18.2%  ნეიტრალურად არის განწყობილი. კითხვაზე - სიტუაცია ქვეყანაში ვითარდება ძირითადად სწორი გზით თუ არასწორი გზით, გამოკითხულთა 62.3 % ამბობს, რომ ძირითადად არასწორი გზით ვითარდება, 31.5% მიიჩნევს რომ სწორი გზით, ხოლო 6.3%-ს უჭირს პასუხის გაცემა.

„კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების საქმიანობით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა. მოსახლეობას უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობის განცდა აწუხებს. ასევე მოუგვარებელია ყოფითი საცხოვრებელი პირობები (გზა, წყალი, კანალიზაცია). მოსახლეობას განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ფაროსანაც. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, ხელისუფლებამ ამ პრობლემაზე რეაგირება არ მოახდინა ან არაადეკვატური იყო“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევა „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით კომპანია „ბი-სი-ჯიმ“ 2018 წლის აპრილში ჩაატარა. გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 620 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს სახით.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს ჩატარდება. არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

 

ამ თემაზე:

გივი ჭიჭინაძის გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იქნება - ირაკლი კობახიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]